მოხისის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
07-06-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ ტვინების ბრძოლა - Battle of Brains“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

„მომდევნო „ბრძოლა“ IX -X -XI კლასის გუნდებს შორის გაიმართა; გამარჯვებულია გუნდი XI კლასიდან; გილოცავთ, მადლობა ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ თამაშში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისით მონაწილეობდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203