„დიდი შრომით და რუდუნებით განვლილი 4 წელი და დამშვიდობება ანბანის მასწავლებელთან“ -მატნის N2 სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
07-06-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა.
პირველ მასწავლებელს მოსწავლეებმა გაწეული შრომისთვის და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და ღონისძიება მიუძღვნეს.
„დიდი შრომით და რუდუნებით განვლილი 4 წელი და დამშვიდობება ანბანის მასწავლებელთან. მასწავლებელი, რომელმაც დიდი შრომა ჩადო პატარების გონების გაღვიძებაში, ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასის გოგო-ბიჭების დაფრთიანებაში სწორედ ამიტომ შეიყვარეს წრფელი გულით პატარებმა და საზეიმო ღონისძიებაზე სევდანარევი ღიმილით ეფერებოდნენ საყვარელ მასწავლებელს! ერთსულოვანი მადლიერება გამოხატეს მშობლებმა, რომელთა ჩართულობითაც და ერთობლივი მუშაობით სწავლა-სწავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა წლების განმავლობაში.
სკოლის ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ ჩვენო პატარებო მე-4 კლასის დამთავრებას და სწავლების შემდეგ ეტაპზე გადასვლას მადლობა მადონა მასწავლებელს, თქვენზე უსაზღვროდ შეყვარებულს გაწეული შრომისათვის, იშვიათი სითბოთი და სიყვარულით ბავშვებისადმი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო