„გადაშენებული ცხოველები“- ახმეტის N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს საინტერესო სემინარი ჩაუტარეს
07-06-2022
ახმეტის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა მე-3 კლასის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარეს. 

მარიამ ჭილაშვილმა და ნინი მგელიაშვილი ეკოკომიტეტისა და ამავე დროს, ეკოკლუბის წევრები არიან. 

ისინი მე-3 კლასის მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილზე თემაზე „გადაშენებული ცხოველები“ ესაუბრნენ. 

სემინარმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიმდიდრეს.

მისი ჩატარება გათვალისწინებული იყო ეკოსკოლის სამოქმედო გეგმაში მითითებული თემის „ბიომრავალფეროვნება“ ფარგლებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203