ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ხორბლის ცილის შემცველობის პროცენტულობა გამოიკვლიეს
07-06-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, მე-7 კლასელებმა პროცენტის შესწავლის მიზნით კომპლექსური დავალება შეასრულეს; მოსწავლეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და ხორბლის ცილის შემცველობის პროცენტულობა გამოიკვლიეს.

„ასევე, გამოაცხეს „თაფლიანი ორცხობილები“ გამოიანგარიშეს, თუ რა პროცენტულობით სჭირდებოდა თითოეული ინგრედიენტი. „მოახდინეს თემის პრეზენტაცია, გამომცხვარი ორცხობილები კი თავად მოსწავლეებმა დააგემოვნეს და შეაფასეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ელიზა კევლიშვილი გახლავთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203