ახმეტის კულტურის ცენტრის თანაორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხადასხვა საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ახმატაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
გაიმართა წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი. ახმეტელი გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საბოლოოდ, ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ბოლოს, მაყურებლის წინაშე ჯგუფი „იბერია“ წარსდგა.
ღონისძიებაში როგორც ინდივიდუალური გამომსვლელები, ასევე ახმეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ახმეტის კულტურის ცენტრი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა და აქტივობას ხშირად მართავს.