არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაშქრობაზე მშობლიური მხარე დაათვალიერეს
07-06-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მესამეკლასელები კლასის ხელმძღვანელის, ლეილა თუშიშვილის ხელმძღვანელობით მშობლებთან ერთად ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ.

„2 ივნისს III კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი ლეილა თუშიშვილი და მშობლები ვიყავით ლაშქრობაზე „კუსალიაზე“. მოსწავლეებმა უკეთესად გაიგეს და დაინახეს „კუსალიის“ ფერდობიდან სოფელ არაშენდის და მისი თემის სილამაზე, აგრეთვე გაიგეს, რომ მათმა თანამემამულემ დაწერა ლამაზი ლექსი „კუსალიაზე“.

არაშენდის მკვიდრი ზაზა ბაწელაშვილი იყო პიროვნება, რომლის ხმაც ათას ხმაში გამოირჩეოდა და გონებიდან გონებაში გადადიოდა. ეს იყო უდიდესი სიამოვნება.

„კუსალიაზე ავიმწვერვალებ,

ხეთა ჩრდილებში წყაროებს დავთვლი
ჩემი სოფელი ძირს - რომ ელვარებს,

ვით ფუტკტის სკები - გავსილი თაფლით“, - ზ. ბაწელაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203