გურჯაანის N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბის წევრები პროგრამირებას სწავლობენ
07-06-2022
გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბი აქტიურად და წარმატებით ფუნქციონირებას განაგრძობს.
ამჯერად, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბის მოსწავლეები მუშაობენ და სწავლობენ პროგრამირებას Python-ით.
მოსწავლეებს ტრენინგები გურჯაანის ტექნოპარკში უტარდებათ. კურსის ტრენერი დავით ნოზაძე გახლავთ, ხოლო კლუბის ხელმძღვანელი თამარ რუაძე გახლავთ.
„პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA - Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით“, - წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს