
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის მე-3 კლასში ნორჩ დეკლამატორთა კონკურსი - „ვინ უკეთ წაიკითხავს გამომეტყველებით ლექსებს“ ჩატარდა.
კონკურსში თითქმის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა განგა დუმბაძემ, მეორე ადგილი ნია ბერიძეს ერგო, მესამეადგილოსანი კი თამარ ჭაღალიძეა.
კონკურს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ირმა ქათამაძე.
მოსწავლეთა საგნის მასწავლებელი დარიკო ინაიშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: