„პირობა დადეს, რომ მომავალ წლებშიც საამაყო მოსწავლეები იქნებიან “ - შაშიანის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეთა მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და მასწავლებლებს მიმართეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„უამრავი მადლობა და თბილი სიტყვა უძღვნეს პედაგოგებს, პირობა დადეს, რომ საამაყო მოსწავლეები იქნებიან მომავალ წლებშიც“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: