ჭანდარის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
07-06-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა მოეწყო.
მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, ასფალტზე დახატეს, თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარებმა არაერთი ღონისძიება ჩაატარეს. მეოთხეკლასებმა კი თავიანთი კეთილი სურვილები ჰაერში გაუშვეს, რათა მსოფლიოს ყველა ბავშვს მიეღო მათი გზავნილი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო