პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაპურადევის ციხე დალაშქრეს
07-06-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლაშქრობა მოაწყვეს. 

ისინი ნაპურადევის ციხეზე იმყოფებოდნენ. 

ლაშქრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

„ბუნებაში ყოფნა აუმჯობესებს განწყობას! მოსწავლეებმა მიიღეს შემეცნებითი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ეკოლოგიასა და ბუნების შესახებ.  ამ აქტივობით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მზრუნველი და ყურადღებიანი დამოკიდებულება გარემოსადმი, გაუჩნდებათ ბუნებისადმი სიყვარულის გრძნობა, მასზე ზრუნვის და მისი დაცვის სურვილი. მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ცოდნა, გამოიმუშავეს სკოლის გარეთ ყოფნისა და თანამშრომლობის უნარები. ბავშვებმა მოაწყვეს ბუნებაში სახალისო თამაშები, აქტივობა იყო საინტერესო და პოზიტიური ემოციებით დატვირთული. მრავალი ლამაზი, ფერადი, ხალისიანი დღეები თქვენ ბავშვებო და მადონა მასწ.! წარმატებები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203