კაჭრეთის საჯარო სკოლის მესამეკლასელებს ბავშვთა დაცვის დღე საბავშვო მწერალმა მიულოცა
07-06-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის III კლასის მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებელმა, ნანი შანშიაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოაწყეს შეხვედრა ამავე სკოლის კურსდამთავრებულ, საბავშვო მწერალ მზია მექერიშვილთან.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპრები, ლექსები, გამოცანები და  მწერალს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს. დიდი მოწონება დაიმსახურა მზია მექერიშვილის ნაქარგებმა, რომლებიც შექმნილია მისივე ზღაპრების და ლექსების მიხედვით.

ბოლოს, მწერალმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203