ხავეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სახელმწიფო ენის პროგრამის B1 დონე წარმატებით გაიარეს 
07-06-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სახელმწიფო ენის პროგრამის B1 დონე გაიარეს და გამოცდები წარმატებით დაძლიეს. 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის პროგრამა 200 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ტრენერი ცირა მამაცაშვილი იყო.

სკოლის პედაგოგებმა და დირექტორმა შესაბამისი დონის სერტიფიკატები მიიღეს. 

„ცირა მამაცაშვილის საუკეთესო მუშაობის შდეგად, რვა მასწავლებელმა, მათ შორის სკოლის დირექტორმაც, მიიღეს შესაბამისი დონის სერტიფიკატი. სკოლის ყველა მასწავლებელი ჩართულია მასწავლებლის კარიერულ წინსვლის პროგრამაში,რაც მთავარია ეროვნულ უმცირობების სახელმწიფო ენის ცოდნის შესწავლისა და ინტეგრირებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203