ბარალეთის N1 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით, მრავალფეროვანი ღონისძიებით, დაასრულეს
07-06-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს. 

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

მოსწავლეებს სწავლის დასრულება სკოლის დირექტორმა და კლასის დამრიგებელმა მიულოცეს. 

„პირველკლასელთა წარმოდგენა იყო ძალიან ლამაზი და სიხარულით სავსე. მთელი წელი დამსახურებულად ატარებდით სკოლის მოსწავლის წოდებას! გილოცავთ პირველი სასწავლო წლის დასრულებას, ეს არის პირველი პატარა ნაბიჯი დიდი წარმატების გზაზე. ჩვენ გვსურს, გქონდეთ ცოდნის წყურვილი, ისწრაფვოდეთ ისწავლოთ ახალი რამ, იპოვოთ კარგი მეგობრები სკოლის კედლებში და გვსურს თავდაჯერებულად და თამამად ვუცქერდეთ თქვენს წინსვლას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203