ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის, სესილი თოდრაძის წარმატება ესეების კონკურსში
07-06-2022

ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VIII1 კლასის მოსწავლე სესილი თოდრაძემ ესეების კონკურსში წარმატება მოიპოვა. 

გარდა იმისა რომ მოსწავლემ საინტერესო ესე შექმნა, ტექსტს შთამბეჭდავი ნახატით დაურთო. 

ესეების კონკურსი აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაცხადა და უკრაინაში რუსული ოკუპაციის მსხვერპლ ბავშვებს მიუძღვნა. 

კონკურსის სამ გამარჯვებულს შორის ერთ-ერთი სესილი თოდრაძეა.

„ვულოცავთ სესილის ამ დიდ წარმატებას, ვუსურვებთ ოცნებათა ახდენას და ცხოვრებისეული სირთულეების წარმატებით გადალახვას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203