ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თექის მასტერკლასი ჩაუტარდათ
07-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, ხელოვნების პედაგოგმა ქეთევან მელიქიძემ მოსწავლეებს თექის მასტერკლასი ჩაუტარა. 

მოსწავლეები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ პედაგოგს, ისინი აქტივობაშიც ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203