ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
07-06-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს. 

კლუბის წევრებმა შემდეგი სახალისო აქტივობები განახორციელეს:

  • PICTIONARY;
  • სახეზე მოხატვა;
  • KULE;
  • MONOPOLY;
  • UNO;
  • LUDO;
  • CHESS.
აქტივობები საინტერესო, შემოქმედებითი, შემეცნებითი კუთხით იყო წარმოჩენილი.

„English Club“-ის ხელმძღვანელი ნანა გულუა გახლავთ. 

კლუბი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა ბავშვს ამ დღეს და ყველა პატარას ბედნიერ ბავშვობას უსურვებს. 

„ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბი „English Club“ და კლუბის ხელმძღვანელი ნანა გულუა, ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს უამრავ ლამაზ და ფერად დღეს უსურვებს, იბრწყინეთ ბედნიერებისგან დღევანდელი დღის აღსანიშნავად“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203