
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა პირველკლასელი გაბრიელი, რომელიც დაინტერესებულია ძერწვით და ხშირად ქმნის სხვადასხვა ნამუშევრებს, ანიმაციურ გმირებს, ცხოველებს, ფრინველებს და ნაწარმოებების პერსონაჟებს.
პირველკლასელის მინიატურული სამყარო საინტერესო და შთამბეჭდავი სანახავია.
იხილეთ ფოტოები: