„სცენის ოსტატები“- წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
07-06-2022
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება „სცენის ოსტატები“ გაიმართა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა, სასცენო მეტყველების დაუფლების მიზნით, „მასპინძელი დათვის“, „მგელი და კრავის“, „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ პერსონაჟები გააცოცხლეს. 

აქტივობა დამრიგებელ მაია შალამბერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და არაჩვეულებრვი ღონისძიება წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203