მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ თამაშში მე-2 ადგილი დაიკავა
07-06-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში წარმატება მოიპოვა. 

ინტელექტუალური თამაში - „რა?სად? როდის?“ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების“ ორგანიზებითა და მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდ​ა. 

კონკურსში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ​მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში მე-2 ადგილი დაიკავა და სამახსოვრო პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა.

მშობლიური სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს და შემდგომ წარმატებას უსურვებს!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203