ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიის შემაჯამებელი გაკვეთილი დენდროლოგიურ პარკში ჩაუტარდათ
07-06-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ და მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ანი მენაღარიშვილმა გადაწყვიტა VII კლასელებისთვის შემაჯამებელი გაკვეთილი დენდროლოგიურ პარკში ჩაეტარებინა.

მოსწავლეებმა იხილეს მცენარეთა მრავალი საუცხოო ჯიში, ასევე ფაუნა. დააკვირდნენ მათ თვისებებსა და საბინადრო გარემოს. გაიაზრეს თუ რაოდენ საჭიროა ბუნებაში ცხოველები, ფრინველები და მცენარეები.

მოსწავლეებისთვის გასვლითი გაკვეთილი მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203