ბავშვთა დაცვის დღესასწაული ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში
07-06-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს. მათ შორის, მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ ნამუშევრები შექმნეს და ასფალტი მოხატეს. 

საინტერესო და სახალისო აქტივობები სკოლის ეზოში მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203