„პატივი ვცეთ ჩვენს ფესვებს - ვიცოდეთ ჩვენი სკოლის ისტორია“ - გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პროექტის პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია
07-06-2022

მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო ღონისძიებებს, აქტივობებსა თუ პროექტებს სთავაზობენ და არაერთ სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ. 

ინტერესი გამოიწვია გოჩა ჯიხაიშის VIII-IX კლასელების მიერ ჩატარებული სასწავლო პროექტის - „პატივი ვცეთ ჩვენს ფესვებს - ვიცოდეთ ჩვენი სკოლის ისტორია“ პრეზენტაციამ.

მოსწავლეებმა მოიძიეს და Power-point-ში, სლაიდების მეშვეობით, წარმოადგინეს საკუთარი სკოლის ისტორია.

პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარინა ცაგარეიშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203