წეროვნის N2 სკოლის ეკოსკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
07-06-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის ეკოსკოლის წევრება - მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს.

დავალება Visiting relatives on a farm მოსწავლეებმა ეკოსკოლის კოორდინატორ ირმა მესხორაძესთან ერთად შეასრულეს. მათი პედაგოგები ციცინო გასიტაშვილი და ზინა ემინოვი არიან.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია - „სად მიდის გაკვეთილის თვალსაჩინოება?“ მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემაზე და ქაღალდის ნარჩენების მაკულატურაში ჩაებარება გადაწყვიტეს. 

„ბავშვებმა კრიტიკული თვალით შეხედეს ამ პრობლემურ საკითხს, რადგან ყველა გაკვეთილზე გამოყენებული თაბახის ფურცელი უმისამართოდ მიდიოდა ურნებში, ან უარეს შემთხვევაში იყრებოდა იატაკზე, სკოლის ეზოში, რაც იწვევდა დანაგვიანებას. ბოლოს, შეთანხმდნენ იმაზე, რომ სკოლაში დაიდგმებოდა დიდი ყუთი, სადაც მოთავსდებოდა მხოლოდ გამოყენებული ქაღალდის ფურცლები, შეაგროვებდნენ და ჩააბარებდნენ მაკულატურაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203