ჭალადიდის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
07-06-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას, კონკურსსა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. ინტელექტუალური თამაში 2 ეტაპად - დაწყებით და საშუალო საფეხურზე ჩატარდა. 

ღირსეულ ორთაბრძოლაში დაწყებით კლასებში ლიდერობს მე-5 კლასი, საშუალო საფეხურზე- მე-10 კლასი.

ღონისძიებას პედაგოგი ლალი ბანძელაძე ხელმძღვანელობდა. 

„წარმატებები, ჩემო ნიჭიერებო...„- აღნიშნავს პედაგოგი და საყვარელ მოსწავლეებს მუდმივ წინსვლასა და განვითარებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203