პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თექის ნამუშევრები შექმნეს
07-06-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ნიჭის წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას, აქტივობას თუ სასწავლო რესურსებს სთავაზობენ. 

ახლახან, მოსწავლეებს თექის მასტერკლასი ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებში მე-6 მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა თექის ნამუშევრები შექმნეს. 

მოსწავლეები ხელსაქმეში ხალისით ჩაერთვნენ, იაქტიურეს, საინტერესო თექის პროდუქტი დაამზადეს და ნიჭი და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს. 

მასტერკლასი მოსწავლეებს პედაგოგმა, ქეთევან მელიქიძემ ჩაუტარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203