ლაცორიის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
07-06-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. 

სპორტული შეჯიბრებები მონაწილე ბავშვებისთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მხიარული თამაშები სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა. გაიმარჯვა მეგობრობამ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203