ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
07-06-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის ბოლო, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. 

სკოლის ნორჩა მხატვრებმა თავიანთი მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოფინეს და საზოგადოებას გააცნეს. მათი ნახატები სხვადასხვა თემატიკის იყო. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

„სულ წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო ნიჭიერო და საყვარელო ბავშვებო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203