ზიკილიის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა
06-06-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. 

სკოლის ეზოში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი. პირველმა ივნისმა ზიკილიის საჯარო სკოლაში მხიარულად, ლაღად და ხალისიანად ჩაიარა. მოსწავლეთა მახსოვრობაში კი ეს დღე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. 

ცნობისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203