ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
06-06-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

მოსწავლეებმა კარგი შედეგი აჩვენეს და „ეტალონის“ სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამასთან მე-11 კლასის მოსწავლე ანა ჯინჭარაძე კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მეტ წინსვლას უსურვებენ.

„ჩვენი სკოლიდან „ეტალონის“ მეორე ეტაპზე გავიდა ოთხი მოსწავლე: ანა ჯინჭარაძე, თამარ ჯინჭარაძე, გვანცა ჯაში, თეკლა კეშელავა ბავშვებმა მშვენიერი შედეგები აჩვენეს და სიგელებიც დაიმსახურეს, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე ანა ჯინჭარაძე 82 ქულით მოხდა ათეულში და მიიღო ოქროს სიგელი. ასეთი წარმატება ანამ მე-9 კლასში სწავლის დროსაც დაადასტურა.

გილოცავთ ბავშვებო ყველას... ანა, ძალიან მიხარია შენი და შენი დაიკოს თამროს წარმატებები, მადლობა თქვენ, რომ ასახელეთ სკოლა და გამოიყენეთ სკოლაში ნასწავლი მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, მადლობა გელა მასწავლებელს და თითოეულ პედაგოგს, რომლებმაც თუნდაც ერთი „ბეწო“ შრომა ჩადეს თქვენს სწავლა-განათლებისათვის წარმატებებს გისურვებთ, მიყვარხართ“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203