ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლე სოლომონ ონიანმა გეზრბენში I ადგილი დაიკავა
06-06-2022
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სპორტის ორ სახეობაში - გეზრბენსა და ფრენბურთში ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გამართულ სპორტული ღონისძიება, შეჯიბრი ჩაატარა.
ვაჟებს შორის გეზრბენში I ადგილი სოლომონ ონიანმა მოიპოვა, რომელიც სიგელითა და საათით დაჯილდოვდა.
„დირექცია, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ულოცავენ სოლომონ ონიანს; კიდევ ბევრი წარმატება ჟახუნდერის სკოლას და მის აღსაზრდელებს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო