სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
06-06-2022
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლა გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს გამოფენა, ჩატარდა შემეცნებითი ლექციები და სკოლის ეზო მოიხატა.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველ წელს, 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს აღნიშნულ ღონისძიებას შეუერთდა სახალვაშოს საჯარო სკოლა; გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას“, -აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს