ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები ხატვის კონკურსში მონაწილეობდნენ
06-06-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილ აქტივობებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თეთრიწყაროს სკოლებში თემაზე - „ჩემი სამშობლო“ ხატვის კონკურსი გაიმართა.

შესრულებული ნამუშევრები პროფესიონალმა მხატვრებმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე მოსწავლეები ადგილობრივმა მერიამ სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203