ძიმითის საჯარო სკოლამ მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლესთან ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმი გააფორმა
06-06-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის დირექტორმა, მალხაზ სამსონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“ დირექტორმა, დავით შამათავამ თანამშრომლობა და მეგობრობა 5 ივნისს მემორანდუმის გაფორმებით დაადასტურეს.
ზუგდიდისა და ძიმითის საჯარო სკოლის ახალგაზრდებმა, ძიმითის სოფლის წარმომადგენლება ძალიან ლამაზი ერთობლივი ღონისძიება გამართეს ძიმითის კულტურის სახლში; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“ აღსაზრდელებმა, ქორეოგრაფ ელგუჯა მამალაძესთან ერთად აღნიშნულ დღეს შესანიშნავი კონცერტი მიუძღვნეს.
„მეგობარი სკოლა“ - არის პროექტი, რომლის მიზანია მოსწავლეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი აქტივობების განხორციელება და პროექტებში მონაწილეობა“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო