კაკაბეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
06-06-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა. ​

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა (II კლასი, დამრიგებელი - მარეხი ოქრომჭედლიშვილი, ლალი თეთრაშვილი, III კლასი, დამრიგებელი - ნანული ბორაშვილი, IV კლასი, დამრიგებელი - ხათუნა ჭიკაზე) დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს.

ბავშვებმა ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზო, სადაც კარგად ჩანდა ამ დღესთან დაკავშირებული ემოციები...  ნახატებთან ერთად სკოლის ეზოში ღონისძიებაც გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203