სასაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
06-06-2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

დღესასწაულთან დაკავშირებით სასაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს. მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203