გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
06-06-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - „ნიკეა“ ინტელექტუალურ თამაშში წარმატება მოიპოვა. 

ინტელექტუალური თამაშის - რა? სად? როდის? ფინალი 3 ივნისს, საგარეჯოს N4 სკოლაში გაიმართა, რომელშიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 6 ფინალისტი სკოლა მონაწილეობდა.

თამაშის გამარჯვებული გომბორის საჯარო სკოლის გუნდი „ნიკეა“ გახდა. გუნდი შემდეგი მოაზროვნეებისგან შედგებოდა: მარიამ მამიაური, რუსუდან ღვინიაშვილი, ნინო ბუჯიაშვილი, დათო გოგოლაშვილი, გუგა ხუმარაშვილი, ლიკა ნოვრუზოვა, ეითიბარ ისლამოვი და ანანო ხიზანიშვილი.

ფინალში ინდივიდუალური შეკითხვა მარიამ მამიაურმა გამოიცნო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203