„ზღაპრებიდან რეალობდე“​ - გურკელის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
06-06-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ და მათ მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ და სასწავლო რესურსებს აწვდიან.

 ახლახან, გურკელის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ზღაპრებიდან რეალობდე“ ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი იყო გააზრება იმისა, თუ თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ 21 -ე საუკუნის პრობლემას და რეალურ სამყაროში დავაბრუნოთ ინტერნეტდამოკიდებული და ვირტუალურ სამყაროში მცხოვრები ბავშვები. 

აღნიშნული პრობლემა და მისი გადაჭრის გზები ბავშვებმა ქართული ხალხური ზღაპრის - „რწყილი და ჭიანჭველის“ გადაკეთებული ვერსიით წარმოადგინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203