აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს
06-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აბულის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებასა თუ მნიშვნელოვან ღონისძიებებში.
ახლახან, აბულის საჯარო სკოლის მე-6, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის - ჰაიკანუშ იორდანიანის ხელმძღვანელობით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება ჩაატარეს.
ეს იყო ფერადი, ლამაზი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ბავშვთა დღე-სასწაული, რომელსაც არა მხოლოდ ღონისძიების უშუალო მონაწილეები, არამედ აბულის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე ესწრებოდა და ის ოქროს ასოებით ჩაიწერება სკოლის ისტორიაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს