ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის ისტორიულ ლაბირინთებში იმოგზაურეს
06-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა მშობლიური ენის ისტორიაში.

ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში  სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - არისიაკ ავეტისიანმა  ჩაატარა შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც მშობლიურ ენას მიეძღვნა. ღონისძიება გაჯერებული იყო საინტერესო, ამაღელვებელი ფაქტებითა და ისტორიით. ბავშვებმა არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეიტყვეს მშობლიური ენის შესახებ, უსაყვარლეს მასწავლებლებთან ერთად ისტორიულ ლაბირინთებში იმოგზაურეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და დამსწრე საზოგადოება შიდასასკოლო აქტივობით აღაფრთოვანეს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203