დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გრძელვადიანი პროექტის პრეზენტაცია ჩაატარეს და ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს
06-06-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში საინტერესოდ კიდევ ერთმა სასწავლო დღემ ჩაიარა.

VI-XI კლასების მოსწავლეებმა გრძელვადიანი პროექტის პრეზენტაცია ჩაატარეს. 

„ბულინგი მთელს მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა. კვლევების მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებში თანატოლების მხრიდან ძალადობა ბავშვების უმრავლესობას განუცდია, რასაც, ხშირად, სავალალო შედეგები მოჰყოლია. სწორედ ამიტომ შეირჩა პროექტის თემად „ბულინგი და პრევენცია“,- გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს რა არის ბულინგი, განასხვავეს ბულინგის სახეები, გაეცნენ საკუთარ უფლებებს და დასახეს პრევენციის გზები. შექმნეს ვიდეოსიუჟეტები, დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები.

პროექტის ხელმძღვანელობდა მათემატიკის უფროსი მასწავლებელი მაია მხითარიანი.

სასკოლო აქტივობების ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეები ასევე ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ ნახატების კონკურსში - „კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!“ მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეთა ნამუშევრები სასკოლო სივრცეში გამოიფინა. აქტივობას ორგანიზება გაუკეთა უფროსმა პედაგოგმა, ელენა მამულიანმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203