„ვაჩუქოთ ბავშვებს ფერადი სამყარო“... - ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს
06-06-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგიურ კოლექტივის, ასევე დირექციის ძალისხმევით, აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და მნიშვნელოვან ღონისძიებებშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
„ვაჩუქოთ ბავშვებს ფერადი სამყარო“... „მშვიდობა, ტოლერანტობა, სიყვარული, განათლება“... ეს წარწერები ამშვენებდა პლაკატებს, რომლებიც წალენჯისიხ მუნიციპალიტეტის, ობუჯის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთრი ხელით დაამზადეს და რომლებიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - 1 ივნისს მიუძღვნეს.
ეს გახლდათ ფერადი, ლამაზი, დადებითი ენერგიით დამუხტული ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ მაქაცარია.
ბავშვებმა სასკოლო საოგადოებას საკუთრი ნამუშევრები წარუდგინეს, მსოფლიო მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ პატარები ყოვლეთვის დგანან მშვიდობისა და სიყვარულის ნათელ მხარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო