ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაასრულეს
06-06-2022

2021-2022 სასწავლო წელი პირველკასელთათვის უკვე დასრულდა - 27 მაისს ისინი სკოლამ საზაფხულო არდადეგებზე გააცილა და სექტემბრამდე დაემშვიდობა.

სასწავლო წლის დასრულება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის გაცილებით აღნიშნეს.

„ხავეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველკლასელთა საზეიმო ღონისძიება სომხური ენის „ანბანის გაცილება“. საანბანო ასოების დამთავრებასთან დაკავშირებით, პირველი კლასის დამრიგებლის - რიტა გრიგორიანის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა მოაწყვეს საზეიმო წარმოდგენა, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები ქართულ და სომხურ ენებზე; პირველი კლასის დასრულება ბავშვებს სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა და მასწავლებლებმა მიულოცეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203