დამშვიდობება I კლასთან და მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში
06-06-2022
2021-2022 სასწავლი წელი ნელ-ნელა იწურება, თუმცა სკოლებმა პირველკლასელები უკვე გააცილეს საზაფხულო არდადეგებზე. სექტემბრამდე დაემშვიდობა ბავშვებს მამუკა სამაკაშვილის სახელობის, წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაც.
Iა კლასის მოსწავლეებმა, უსაყვარლეს დამრიგებელთან - ნიურა შეყილაძესთან ერთად, ჩაატარეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „დამშვიდობება I კლასთან“.
ღონისძიების მუსიკალური გამფორმებელი გახლდათ მზია შავგულიძე, ორგანიზებაში კი აქტიურად იყვნენ ჩართულები მშობლებიც.
„ურთიერთთანამშრომლობით შესაძლებელი გახდა, ეს დღე ჩვენი პატარებისთვის ყოფილიყო გამორჩეულად ლამაზი და დაუვიწყარი… წარმატებით გევლოთ, ჩვენო პატარებო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო