„სამშობლოს სიყვარული უპირველესია“ - სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ემოციური ღონისძიება მოაწყვეს
06-06-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში,ა რამედ, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თრიღებს ივიწყებენ, რომლეიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სავანეთის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგის: მთვარისა ლეთოდიანის ხელმძღანელობით ჩატარდა ღონისძიება: სახელმწიფო ენა ქართული ენაა; ღონისძიებისთვის კი მოსწავლეები მოამზადეს პედაგოგებმა: იამზე მეფარიშვილმა და მაია მელქაძემ.

სწორედ მასწავლებლებმა გამოუმუშავეს მოსწავლეებს  კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისვემის, ფაქტის აღქმის და გაცნობიერების, ფასეულობათა გააზრებისა და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის უნარი. „მოსწავლეებმა იციან ქართული ტრადიციები, ფოლკლორი, სამზარეულო, დროშა, გერბი...

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ: მეხუთე, მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეები. მოაწყვეს ნახატების პრეზენტაცია, შეასრულეს ჰიმნი და გამოთქმით, ემოციურად წარმოთქვეს ლექსები საქართველოზე. 

სკოლის დირექტორი  ინგა მიქელაძე დაინტერესებულია მოსწავლეთა პიროვნული, აკადემიური  უნარების განვითარებით, დაინტერესებული პირების თანამონაწილეობით აყალიბებს სკოლის სტრატეგიულ გეგმას სწავლისა და სწავლების მაღალი სტანდატრების დასამკვიდრებლად.

აღნიშნული აქტივობები კი ხელს უწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას, მოტივაციის გაზრდას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ეფექტიანი სასწავლო პროცესის დასამკვიდრებლად.

სამშობლოს სიყვარული უპირველესია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203