ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
06-06-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.
„ახლახან, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჩატარდა ედითების კონკურსი, სადაც მონაწილება მიიღეს V-VI-VII კლასების მოსწავლეებმა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, სადაც ისიც განმარტებულია, რომ კონკურსს აფასებდა ჟიური, რომლის წევრებიც გახლდათ: სკოლის ექიმი ლია გაბადაძე, პედაგოგები - ია ბაჯელიძე, ანი მენაღარიშვილი, ლელა კურტანიძე და XI კლასის წარჩინებული მოსწავლე ამირან მიმინოშვილი.
ნომინაციები კი ასე განაწილდა: I ნომინაცია - ვიზუალური ეფექტისათვის - V კლასი; II ნომინაცია - მუსიკალური გაფორმებისათვის - VII კლასი; III ნომინაცია - ორიგინალური სცენარისათვის - VII კლასი; IV ნომინაცია - საუკეთესო მონტაჟისათვის - VIკლასი; V ნომინაცია - „ჩვენი დროის გმირი“ საუკეთესო თემა - V კლასი; VI ნომინაცია - კომუნიკაცია დამსწრე საზოგადოებასთან - VI კლასი; VII ნომინაცია - საუკეთესო ედითი - გახდა ელენე ლობჟანიძე (Vკლასი).
ღონისძიებას უძღვებოდა პედაგოგი თამარ ტაკიძე. იდეის ავტორი კი გახლავთ მუსიკის მასწავლებელი - ნანა ბოლქვაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო