წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში. მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში და არც მსოფლიო მნიშვნელობის თარიღებს ივიწყებენ.ახლახან ქვიტირის საჯარო სკოლაში, V კლასის მოსწავლეებმა, საყვარელ დამრიგებელთან - ლეილა სვანიძესთან ერთად, ჩაატარეს კლასის საათი, რითაც აღნიშნეს წმინდა ნინოს შემოსვლის დღესასწაული საქართველოში და იმავდროულად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს მსოფლიოს პატარებს.
ღონისძიების დასრულებისას გაიმართა ვიქტორინა თემაზე: „როგორ შემოდიოდა ქრისტიანობა საქართველოში“. კლასის საათმა დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებისთვის კი აქტივობა შემეცნებითი და ძალიან საინტერესო გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: