წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა
06-06-2022
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა, თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს საფუძვლიანი განათლება; იმავდროულად კი, ბავშვები დიდი ინტერესით ერთვებიან არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და გარემოსდაცვით პროექტებშიც მონაწილეობენ.

ახლახან, ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ჰიგიენურმა კლუბა „ჰიგიამ“ და ეკოკლუბმა „ნიამორმა“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს; კლუბის წევრებმა დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია და სკოლასთან ახლომდებარე ტყე.

აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციაში, ბავშვებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე,  პედაგოგები: თათია ივანეიშვილი, იამზე წულუკიძე. და მშობელი მ. მგალობლიშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203