ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ​მხატვრულ-ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
06-06-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ

ამჯერად, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიება თემაზე - „არა ომს“ ჩატარდა. 

ღონისძიებაში სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. ეზოში წარმოდგენილი  იყო მოსწავლეთა ნახატების მცირე გამოფენა თემაზე - „არა ომს“.  

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს, ასევე წაიკითხეს ლექსები და ჩანახატები პატრიოტულ თემაზე.

შესრულებული იქნა უკრაინის ჰიმნი, ცეკვები, სიმღერები, ფლეშმობი, რაშიც მოსწავლეებთან ერთად ჩართულნი იყვნენ პედაგოგებიც.  

„ღონისძიებას უკრაინელი „გურული“ ესწრებოდა, რომელიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს ასეთი ემოციურად დატვირთული ღონისძიებისათვის და თანადგომისათვის.  

ლიტერატურულ - მხატვრულმა ღონისძიებამ თავისი შინაარსითა და ლამაზად გაფორმებული გარემოთი უდიდესი მოწონება დაიმსახურა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203