„21-ე საუკუნის ღირსეული მომავალი თაობა ხართ“ - ჩხორიის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
06-06-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

სკოლაში მათ საუკეთესო სურვილებით გამოემშვიდობნენ. 

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო!!!
ალბათ, ბევრჯერ გიოცნებიათ ცისარტყელას ფერებში მოხატულ თეთრ პერანგებზე, იმ დღეზე, როცა თქვენთვის აწკრიალდებოდა ბოლო ზარი... და აი, დადგა ეს დღეც...ლამაზი და მრავალფეროვანი იყო თქვენთან გატარებული წლები...და უკვე გიშვებთ პიროვნებებს, რომლებმაც კარგად იციან რა არის მეგობრობა, სიყვარული, იმედგაცრუება და მასთან გამკლავება, მოთმინება და ნებისყოფა. ჩვენ შევძელით ერთად გავმკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა ამ წლებს.
გამორჩეული კლასი იყავით. ვამაყობ, თქვენი წარმატებებით და ადამიანობით.
თქვენ 21-ე საუკუნის ღირსეული მომავალი თაობა ხართ. თქვენ შეგწევთ ძალა შეიქმნათ თქვენთვის სასურველი მომავალი.
გვჯერა, რომ შეძლებთ ცხოვრების სწორი გზით გავლას. არ შეცდებით არჩევანში და აუცილებლად შეაღებთ უმაღლესი სასწავლებლის კარებს. იქნებით ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქენი.
გილოცავთ დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას .ლამაზ, ფერად და ბედნიერ მომავალს გისურვებთ.
დაგელოცოთ გზები სავალი! მიყვარხართ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203